შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ,,გორის დღის“ საორგანიზაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს ღონისძიების პროგრამა და დაგეგმილი აქტივობები.
ორგანიზატორების თქმით, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სოფლების, მუზეუმების, საგანმანათლებლო და ტურისტული სივრცეების მოწყობა, სპორტული შეჯიბრებები, ადგილობრივი მეწარმეების კუთხეების განთავსება, ფერწერული ნამუშევრების, ფოტოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა. გარდა ამისა, ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან საპატიო გორელები. საღამო დასრულდება გალა-კონცერტით, სადაც იმღერებს ჯგუფი REGGAEON და ,,თამადა“.
შეგახსენებთ, „გორის დღე 2022“ 9 ოქტომბერს ჩატარდება. სახალხო დღესასწაული კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, წელს პირველად გაიმართება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ