მარათონულ გარბენში გამარჯვებული მოსწავლეები მედლებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გამართულ მარათონულ გარბენში გამარჯვებული მოსწავლეები მედლებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შეჯიბრების გამარჯვებული გორის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე საბა კვინიკაძე გახდა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილები გორის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ედიშერაშვილმა და გორის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ ოთო ივანიშვილმა გაინაწილეს.
გამარჯვებულებს შესაბამისი მედლები და დიპლომები გორის ვიცე მერმა ნიკა ღვინიაშვილმა, გორის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა გადასცეს.
„მარათონულმა გარბენმა გორში ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული დაასრულა, თუმცა, ამავე ღონისძიებაზე სტარტი აიღო სასკოლო სპორტულმა ოლიმპიადამ. გარბენის გამარჯვებულების დაჯილდოების დასრულების შემდეგ, გაიმართა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალიც, რომელიც კალათბურთის თამაშით გაგრძელდა. რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალში გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრებები სპორტის რვა სახეობაში გაიმართება“, - აცხადებენ გორის მერიაში.