გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები ამერიკის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.
,,ქვეშის საჯარო სკოლის შენობა ავარიული იყო, სპეციალისტების რეკომენდაციით, 2017 წლიდან სასწავლო პროცესი შეწდა, მოსწავლეები კი სწავლას გარეჯვრის საჯარო სკოლაში აგრძელებდნენ. აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით, შენობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. შენობა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა, სველი წერტილები შიგნით განთავსდა, აბსოლუტურად ადაპტირებული გარემოა შშმ პირებისთვის. რაც შეეხება სპორტულ დარბაზს, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, განხორციელდა მისი დემონტაჟი“, - განაცხადა GMnews-თან გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
სოფელ ქვეშის რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება. აღნიშნულ სკოლაში 241 მოსწავლე სწავლობს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება