24-25 სექტემბერს, თბილისში ჩატარდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალური ტურნირი ძიუდოში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 200-ზე მეტი სპორტსმენი გოგონა და ვაჟი იღებდა მონაწილეობას.
შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში - 2007-2008 წწ. დაბადებულებს და 2009-2010 წწ. დაბადებულებს შორის მიმდინარეობდა და მასში წარმატებით იასპარეზეს გორელებმა.
მთლიანობაში, ჩვენი ქალაქის წარმომადგენლებმა 8 პირველი, 5 მეორე და 8 მესამე ადგილი დაიკავეს.
ვაჟები
პირველი ადგილი: გიორგი მირუაშვილი (24 კგ.), ირაკლი მარკოზაშვილი (46), ლუკა დათაშვილი (55), თორნიკე გიუნაშვილი (60), ნოდარ კობალაძე (+73);
მეორე ადგილი: ნიკოლოზ მირუაშვილი (27), ბადრი ბაზანდარაშვილი (42), გიორგი ბაბუციძე (60), მურად ერისთავი (73);
მესამე ადგილი: ლუკა ნაზარაშვილი (53), ლაშა სეხნიაშვილი (38), ბექა გოგლიძე (50), ლუკა ტაბატაძე (60), ბაჩო დემეტრაშვილი (+60), მალხაზ შატაკიშვილი (73), გიორგი ზურაბაშვილი (73);
გოგონები
პირველი ადგილი: მარიამ იაშვილი (33), დალი მაზანაშვილი (52), ქეთი რობაქიძე (63)
მეორე ადგილი: მარიამ ბოჭორაძე (33),
მესამე ადგილი: ნატალი იაშვილი (44).