საზოგადოება
30.09.2022 12:48
ვინ გახდება საქართველოს სახალხო დამცველი - ომბუდსმენის პოსტის დასაკავებლად 19 კანდიდატი დარეგისტრირდა

საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა, ომბუდსმენის პოსტის დასაკავებლად განაცხადი 19-მა კანდიდატმა წარადგინა.

კანდიდატთა სია მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის  თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა.

ანა აბაშიძე - „არასამთავრობო ორგანიზაცია-პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი, გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, ლელა გაფრინდაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალების ინიციატივა - თანასწორობისთვის“ ხელმძღვანელი, სოფიო დემეტრაშვილი - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, თინათინ ერქვანია - „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის“ ასოცირებული პროფესორი, ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი, ალექსანდრე კობაიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ლევან კოჟორაშვილი - ყვარლის რაიონის „ახალგაზრდა იურისტთა კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარე, ნუგზარ კოხრეიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე, გიორგი მარიამიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დირექტორი, სერგო მახარაძე - „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ იურისტი, მაკა მინდიაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმის“ დამფუძნებელი, ჯემალ ნათელაშვილი - „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი, ქეთევან ჩაჩავა - არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის“ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიურო „გიორგი ცობეხია და პარტნიორების“ დირექტორი, იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამენტის წევრი და ნაზი ჯანეზაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, დღეს, 13:00 საათზე გაიმართება კანდიდატების შემფასებელ ჯგუფთან პირველი შეხვედრა.

კვირის ამბები