საზოგადოება
30.09.2022 12:26
გორში, სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, მიერთებების, ტროტუარების, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოწყობა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 210 მეტრია.

კვირის ამბები