გორის თეატრი 178-ე თეატრალურ სეზონს 2 ოქტომბერს გახსნის.
როგორც თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ახალი შემოქმედებითი სეზონის გახსნასთან დაკავშირებით საგანგებოდ ემზადებიან.
2 ოქტომბერს, დღის 17:00 საათზე მოეწყობა მსახიობების - ნინო კასრაძის, ანა ტყებუჩავას და ანა ნიკოლაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან - პროექტის ,,მსახიობები ლიტერატურისთვის“ ფარგლებში.
18:00 საათზე კი, მაყურებელს იშვიათი სანახაობა - რემბრანდტის გრავიურების გამოფენა ელოდება. აქვე გეტყვით, რომ რემბრანტის გრავირების ჩამოტანა საქართველოში ლიმიტირებული დროით მოხდა, საქართველო-ნიდერლანდების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისა და ნიდერლანდების სამეფოს ფონდ ,,კავკასიის“ 25 წლისთვის აღსანიშნავად.
18:30 საათზე, თეატრის ფოიეში, ახალი სეზონის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც წარადგენენ ლევან ხეთაგური (საზღვარგარეთთან ურთიერთობა და სამომავლო პარტნიორობა); ნიკოლოზ საბაშვილი (ერთობლივი პროექტები საბაშვო მიმართულებით, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი); გიორგი ლობჟანიძე (პოეზია; ლიტერატურული საღამოები; ლიტერატურული სპექტაკლები; პოეზია; კითხვები); ნიკა წულუკიძე (შემეცნებითი საგანმანათლებლო პროექტების ციკლი ნიკა წულუკიძესთან ერთად)
19:00 საათზე, გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ჰაინე - შველიძის მიერ, ამირ დეჟაქამის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის - ,,დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო!“ ჩვენება გაიმართება.