სოფელ ატენში გორის მუნიციპალიტეტის მერია შიდა გზების მოწყობას ახორციელებს. შესაბამისი სამუშაოები ამ დროისთვის ე. წ. ცომაანთხევის უბანში მიმდინარეობს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ხევში უკვე მოეწყო ნაპირსამაგრი კედელი. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, გატარებული ღონისძიება მნიშვნელოვნად შეამცირებს გზის დაზიანების რისკს, რაც ყველაზე დიდ პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას.
340 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება ამ დღეებში დასრულდება.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს ატენში შიდა გზის კიდევ ერთი მონაკვეთი მოეწყო. ე. წ. ფუხაანთუბანში 540 მეტრი სიგრძის ბეტონის გზა უკვე შევიდა ექსპლუატაციაში.
ზემოხსენებული სამუშაოები ატენში მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა.