სპორტი
29.09.2022 14:49
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გამართული ჩოგბურთის ტურნირის გამარჯვებული შოთა მარანელი გახდა
ჩოგბურთის ორდღიანი ტურნირი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მიმდინარეობდა, დასრულდა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პირველობის გამარჯვებული შოთა მარანელი გახდა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილები კი, ხვიჩა ხიხალაშვილმა და ანატოლი ავაზნელმა გაინაწილეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან პრიზიორებს ფულადი პრიზები და სერტიფიკატები გადაეცათ.
„მოგეხსენებათ, გორის მუნიციპალიტეტი „ევროპის სპორტის კვირეულს“ ჩოგბურთის ტურნირით შეუერთდა. ღონისძიებაში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეეძლო. ზემოხსენებული კვირეული 23 სექტემბერს დაიწყო და 30 სექტემბერის ჩათვლით გრძელდება“, - ამბობენ გორის მერიაში.

„ევროპის სპორტის კვირეული“, ევროკომისიის ეგიდით, 2015 წლიდან ტარდება და მიზანი სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციაა.
კვირის ამბები