საზოგადოება
29.09.2022 13:19
საქართველოში „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინით აცრები დაიწყო - გაეცანით სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრები უკვე დაიწყო. ვაქცინაცია შესაძლებელია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სულ, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება შესაძლებელია 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში.

რაც შეეხება შიდა ქართლს, ვაქცინაცია წარმოებს 6 ლოკაციაზე:

  • სსიპ. ,,გორის სამხედრო ჰოსპიტალი“ - გორი
  • შპს. ,,გორმედი“ - გორი
  • აღაიანის სამედიცინო ამბულატორია - კასპი
  • შპს. ,,გორმედი“, ქარელის ცენტრალური საავადმყოფო - ქარელი
  • შპს. ,,ალიანს მედი“, ქარელის რაიონული საავადმყოფო - ქარელი
  • ახალსოფლის სამედიცინო ამბულატორია - ქარელი

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინით აცრა საქართველოში 21 სექტემბერს დაიწყო.

პირველ რიგში იცრებიან ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ასევე ხანდაზმულები. აცრები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, ჯერ გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაწყებულა, უფრო მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყოს, კარგია აცრები, რომ დავიწყეთ, რადგან მომზადებული შეხვდება მოსახლეობა. პროცესი მიმდინარეობს და შეფერხებები არსად არ არის”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება დედაქალაქს და სხვა რეგიონებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს ყველა იმ სამედიცინო დაწესებულების ჩამონათვალს, სადაც აცრაა შესაძლებელი: https://bit.ly/3dM4tqc

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 200 000 დოზა უკვე შეიძინა.

კვირის ამბები