გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები 15-ზე მეტ სოფელში დაიგეგმა.
აღნიშნულ სოფლებს შორის ერთ-ერთი ხელთუბანია, სადაც, ამ დროისთვის, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს.
სარებილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1038 მეტრს შეადგენს.
„ამ ეტაპზე, გზის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარის პირველი პირი იგება. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია საინაღვრეების, მიერთების და ეზოებში შესასვლელების მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადადგილებისას, მოსახლეობას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებს“, - აცხადებენ მერიაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ