სპორტი
29.09.2022 11:35
30 სექტემბერს გორში მარათონული გარბენი მოეწყობა
ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, გორში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

კვირეულის ფარგლებში, 30 სექტემბერს იგეგმება მარათონული გარბენი, რომელშიც გორის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა.

„კვირეულის ფარგლებში, რომელიც 23 სექტემბერს დაიწყო, უკვე გაიმართა შეჯიბრება ფრენბურთში. 30 სექტემბერს კი იგეგმება მარათონული გარბენი. შეჯიბრება 16:00-ზე, ხოლო მონაწილეების რეგისტრაცია 15:30 საათზე დაიწყება. პროექტის მიზანი გახლავთ მასობრივი სპორტის განვითარებისა და მოზარდ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა,“ - აცხადებენ გორის მერიაში.
კვირის ამბები