გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, გორში „ფერების ფესტივალი“ გაიმართება.
მასშტაბური გასართობი შოუს მოწყობა 30 სექტემბერს, 17:00 საათზეა ჩანიშნული.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ფესტივალი სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.