საზოგადოება
28.09.2022 16:18
ოთარშენის საჯარო სკოლა გეოგრაფიის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენის საჯარო სკოლა გეოგრაფიის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 6-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VII, VIII, IX კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 160 -183 ლარით განისაზღვრება. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 2022 წლის 10 ოქტომბერს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები