სპორტი
10.01.2020 17:54
დილამ სატრანსფერო ფანჯარა გახსნა

გორის „დილამ“ ახალი საფეხბურთო ჩემპიონატის წინ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა.

„დილას“ მაისური გამოცდილმა მოთამაშეებმა - დავით ხურცილავამ, თორნიკე გორგიაშვილმა, დავით მაისაშვილმა და რევაზ ჩიტეიშვილმა მოირგეს.

აღნიშნული ტრანსფერით გორის კლუბმა დაცვის ხაზი გააძლიერა, რადგანაც ზემოხსენებული ოთხი სპორტსმენიდან სამი მცველის პოზიციაზე თამაშობს, ერთი კი - ნახევარმცველია. შეგახსენებთ, რომ დავით ხურცილავა „დილას“ რიგებში ადრეც ირიცხებოდა, ბოლოს კი, ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა. სუპერთასის ამჟამინდელი მფლობელის - თბილისის „საბურთალოს“ საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ თორნიკე გორგიაშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი და დავით მაისაშვილი კი, ჩვენს გუნდში საჩხერის „ჩიხურადან“ გადმოვიდნენ.

კვირის ამბები