კულტურა
28.09.2022 15:03
გორის თეატრს სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწვევა

საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გორის თეატრს პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწვევა.

გ. ერისთავის სახელობის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წარმოდგენა 7 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სომხური დასის მიერ ნათამაშები სპექტაკლი „საბრალდებო დასკვნა“ იხილოს.

ცნობისთვის, თანამედროვე რეჟისორმა არმენ ბაინდურიანმა ზემოხსენებული წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგა.

კვირის ამბები