საზოგადოება
28.09.2022 11:18
„ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება“ - რას მოიცავს ფორუმი, რომელსაც გერმანული მხარე აფინანსებს

„ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ფორუმი - „ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება“ გაიმართა, რომელშიც გორის მუნიციპალიტეტის მერია მონაწილეობდა.

ღონისძიებას, რომლის მიზანიც მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით არსებული გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება იყო, თვითმმართველობების, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო ფორუმის ორგანიზატორებს ამ შეხვედრისთვის. მათ მოგვცეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ერთმანეთისთვის გაზიარების და მსჯელობის საშუალება. გორის მუნიციპალიტეტი რამდენიმე წელია თანამშრომლობს ფორუმის ერთ-ერთ ორგანიზატორთან - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან. უწყება, აღნიშნული ორგანიზაციის დახმარებით, თვითშეფასების დოკუმენტზე მუშაობს. თანამშრომლობის მიზანი, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაზრდა და მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებაა,“ - განაცხადა ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თარხნიშვილმა.

პროექტი გერმანულ საერთაშორისო ფონდის (Bread for the World) დაფინანსებით იმართება.

კვირის ამბები