სპორტი
27.09.2022 15:32
გორის მერია ჩოგბურთში მუნიციპალურ პირველობას გამართავს
გორის მუნიციპალიტეტის მერია, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მუნიციპალურ პირველობას გამართავს ჩოგბურთში.

ორგანიზატორების თქმით, მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა, მსურველებს 18 წლიდან შეუძლიათ.

რაც შეეხება ღონისძიების ჩატარების ვადებსა და ლოკაციას, მუნიციპალური პირველობა ჩოგბურთის კორტებზე გაიმართება.
დეტალური ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს ტელეფონის შემდეგ ნომერზე შეუძლიათ: 577 32 79 23
მუნიციპალური პირველობა ჩოგბურთში 27-28 ოქტომბერს გაიმართება.
კვირის ამბები