გორელმა ახალგაზრდებმა ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
შეკრებას, რომელსაც 21 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრები და ამავე მუნიციპალიტეტების მერიების ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ, ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა უმასპინძლა.
აღნიშნული ღონისძიება თვითმმართველობებსა და ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შორის კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობას, საბჭოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
ადგილობრივი თვითმმართველობიდან შეხვედრის გორელ მონაწილეებს კოორდინირებას მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი გოგიაშვილი უწევდა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაში 100-ზე მეტი ახალგაზრდა იყო ჩართული.