ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს.
სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძე, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები, დილიდან შეიკრიბნენ და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მემორიალის მიმდებარე სკვერში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ ომის ვეტერანებიც.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.