საზოგადოება
10.01.2020 16:50
ქვემო ხვითში სარწყავი არხის გაწმენდა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითში სარწყავი არხის გაწმენდა  მიმდინარეობს. შესაბამის სამუშაოებს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს. როგორც ზემოხსენებულ სამსახურში ამბობენ, არსებული შიდა არხების მოწესრიგებისა  და კალაპოტის გაწმენდის გარდა, სოფლის გასარწყავიანების პრობლემის მოგვარების მიზნით, ასევე, განხორციელდება დამატებითი ღონისძიებებიც. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2500 მეტრი სიგრძის არხის გაჭრაც, რაც ამ დროისთვის სოფელში არსებულ გასარწყავიანების პრობლემას სრულად მოაწესრიგებს. ადგილობრივ მაცხოვრებლებს კი,  შესაძლებლობა მიეცემათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა შეუფერხებლად აწარმოონ.

კვირის ამბები