საზოგადოება
27.09.2022 12:36
გორის მერიამ ევროპის საბჭოსთან მემორანდუმი გააფორმა
გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკა ღვინიაშვილმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ სტეფან სირბუმ.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, გორის მუნიციპალიტეტის მერია ერთ - ერთია საქართველოს იმ 15 მუნიციპალიტეტს შორის, რომელთანაც ევროპის საბჭომ მემორანდუმი გააფორმა. თხუთმეტივე მუნიციპალიტეტი კონკურსის შედეგად შეირჩა. კონკურსი ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა. რაც შეეხება შეთანხმების მიზანს, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ადგილობრივ დონეზე, მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობაა.
კვირის ამბები