მართლმადიდებელი სამყარო 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულის დაარსება, მეოთხე საუკუნეში, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის და მისი დედის, წმინდა ელენეს სახელს უკავშირდება.
გადმოცემის მიხედვით, წმინდა ელენე დედოფალი დაინტერესდა თუ სად იყო მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც კაცობრიობის მხსნელი ეწამა. ის იერუსალიმისკენ გაემართა და ამ ჯვრის ძიება დაიწყო.
ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ - წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული.
იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი, მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აღამაღლა.
იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება ქრისტიანებისთვის სულიერი ამაღლების მაგალითია.
ჯვართამაღლებას მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ.