საზოგადოება
26.09.2022 15:42
„ადამიანის უფლებათა ცოცხალი ბიბლიოთეკა“ - საგანმანათლებლო პროექტი გორელი ახალგაზრდებისთვის
გორის ახალგაზრდული ცენტრი დაინტერესებულ პირებს ახალ პროექტს სთავაზობს.
ორგანიზატორების თქმით, საგანმანათლებლო პროგრამაში - „ადამიანის უფლებათა ცოცხალი ბიბლიოთეკა“, ჩართვა მოხალისეებს 16 წლიდან შეუძლიათ.
„საორგანიზაციო ჯგუფისთვის ვეძებთ ახალგაზრდა მოხალისეებს - „ცოცხალ წიგნებს“.
პროექტში მონაწილეთა მოვალეობებია:
მინიჭებული თემის ირგვლივ ინფორმაციის მოძიება და შესწავლა; ინფორმაციის გაზიარება სხვისთვის; პროექტის საორგანიზაციო საკითხებში დახმარება და სხვა.
თუ გსურთ შემოგვიერთდეთ და განახორციელოთ ეს პროექტი ჩვენთან ერთად, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: bit. ly. 3B WPull “, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენს ახლაგაზრდული ორგანიზაცია „ამბრელას“ პროექტის „უფლებები უპირველესყოვლისა“ ნაწილს, რომელშიც ჩართულია გორის ახალგაზრდული ცენტრი და ევროსაბჭოს ევროპის ახალგაზრდული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
კვირის ამბები