ჩეხეთის რესპუბლიკაში გამართულ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალისა და ყაზახეთის სატელევიზიო ვოკალურ კონკურსის („The Voice“) წარმატებულ გამომსვლელებს ადგილობრივი ხელისუფლებისგან სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მუსიკალური სტუდია „აი იას“ აღსაზრდელებმა ნანა სამხარაძის ხელმძღვანელობით, საშუალო ასაკის კატეგორიაში შემდეგი საპრიზო ადგილები მოიპოვეს: ია ლიჩელი - გრანპრი; მაიკო შათირიშვილი - I ადგილი; ბარბარე ბუთურიშვილი - II ადგილი; ეკა მერებაშვილი - III ადგილი.
უფროსი ასაკის კატეგორიაში კი გრანპრი ნინო სამნიაშვილმა აიღო, I ადგილი ანა ავაზნელმა დაიკავა, ხოლო მაყურებლის სიმპათია ანამარია ლაფაჩი გახდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ „The Voice“-ში წარმატებული გამოსვლისთვის ასევე დააჯილდოვა თამარ ქავთარაძე.
„ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად მხარს უჭერს და ხელს უწყობს წარმატებულ ახალგაზრდებს საკუთარი ნიჭის რეალიზებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში, სთავაზობს კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამას, რომელიც კულტურულ სფეროში მოღვაწე ხელოვანების ხელშეწყობას ითვალისწინებს“, - აცხადებენ მერიაში.