ტურიზმი
26.09.2022 12:11
ხვალ, 27 სექტემბერს, ტურიზმის მსოფლიო დღე აღინიშნება
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილება, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებას გეგმავს.
აქტივობა ხვალ, 27 სექტემბერს, 15:00 საათზე, ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე სკვერშია დაგეგმილი.

ცნობისთვის, ტურიზმის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 27 სექტემბერს აღინიშნება. თარიღი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1979 წელს დაარსდა და საერთაშორისო საზოგადოების ტურიზმის სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილებას ისახავს მიზნად.

სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში, ყოველი ათი ადამიანიდან ერთი ტურიზმის სექტორშია დასაქმებული.
კვირის ამბები