საზოგადოება
26.09.2022 11:38
გორში, ახალი ბაზრის და ავტოსადგურის მიმდებარედ არსებული დაზიანებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე, ახალი ბაზრის და ავტოსადგურის მიმდებარედ არსებული დაზიანებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, სამუშაოები მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება. რაც შეეხება სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძეს, 740 მეტრია და პაპიტაშვილის ქუჩიდან კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე არსებული მონაკვეთის გზის საფარის კეთილმოწყობას გულისხმობს.

„მოგეხსენებათ, აღნიშნულ პერიმეტრზე გზის საფარი დაზიანებული იყო და მძღოლებს პრობლემებს უქმნიდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ბუნებრივია, ავტომფლობელებს გადაადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - აცხადებენ გორის მერიაში.
კვირის ამბები