საზოგადოება
26.09.2022 11:27
კრემლი რუს სპორტსმენებს საზღვარგარეთ გამგზავრებას უკრძალავს - სპორტული სექტორის გაძლიერება თუ დეზერტირობის აღკვეთის მცდელობა

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით,

რუსეთის ეროვნულ სპორტულ გუნდებს საზღვარგარეთ გამგზავრება და იქ საწვრთნელ ბანაკებსა თუ შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალათ. როგორც რუსეთის სპორტის მინისტრმა ოლეგ მატიცინმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რათა „გაძლიერდეს ეროვნული სპორტული სექტორი და ჩამოყალიბდეს სპორტული და ეკონომიკური სუვერენიტეტი“.

აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვა გამოცემა რუსეთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებისგან განსხვავებით, სხვა ვერსიებს განიხილავს და არ გამორიცხავენ, რომ ამის რეალური მიზეზი, შესაძლოა, სპორტსმენების დეზერტირობის აღკვეთის მცდელობა იყოს.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გასულ კვირას ფედერაციის ტერიტორიაზე ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რის შემდეგაც ბევრი მამაკაცი, მათ შორის სპორტსმენი, ქვეყანას ტოვებს.

კვირის ამბები