საზოგადოება
26.09.2022 11:13
პოსტი, რომელსაც ბევრი თქვენგანი ელოდა - გორის ახალგაზრდული ცენტრის შეთავაზება

გორის ახალგაზრდული ცენტრი 30 წლამდე ასაკის პირებს სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას სთავაზობს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდული ცენტრის ახალ წევრებს სხვადასხვა უნარის განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ.

,,პოსტი, რომელსაც ბევრი თქვენგანი ელოდა.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გახდეთ ჩვენი ორგანიზაციის წევრი.

თუ ხართ 30 წლამდე ახალგაზრდა და გსურთ საკუთარი თავის განვითარება სხვადასხვა პროექტში მონაწილეობით და წვლილის შეტანა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში, ამასთან ერთად, ხართ შრომისმოყვარე, მაშინ ჩვენ გელოდებით.

გადადგი ნაბიჯი საკუთარი თავის და სხვების განვითარებისკენ.

რას მიიღებთ ჩვენი ორგანიზაციის წევრობით?

შესაძლებლობებს, მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა პროექტის ორგანიზებაში,

თავად შექმნათ პროექტი, დაესწროთ სხვადასხვა საგანმანათლებლო ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტს, შეიძინოთ მეგობრები, განივითაროთ გუნდური მუშაობის უნარები.

მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი ფორმა : bit.ly/3x2IJMU

დედლაინი: 1 ოქტომბერი", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ახალგაზრდული ცენტრი ავრცელებს.

კვირის ამბები