გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს როგორც ქალაქის მასშტაბით, ასევე სოფლებში.
„ამ დროისთვის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ ტინისხიდში, სადაც სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, 658 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე არხების, ტროტუარების, მიერთებების და ეზოში შესასვლელების მოწყობას. ზემოხსენებულ სოფელში, ასევე მოეწყობა სასაფლაოსთან მისასვლელი 680 მეტრი სიგრძის ბეტონის გზა, მიერთებები და სანიაღვრე ღარები“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.