საზოგადოება
23.09.2022 15:25
გორში, გარეგანათების სისტემების მოწყობა - განახლება მიმდინარეობს
გორში, გარეგანათების სისტემების მოწყობა - განახლება გრძელდება.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს, სოდიუმისა და ეკო ნათურები ახალი, ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით რამდენიმე ლოკაციაზე ჩანაცვლდა.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, შესაბამისი სამუშაოები თამარ მეფისა და რაზმაძის ქუჩებზე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, აღნიშნული სამსახურის მიერ, დაზიანებული გარეგანათების ნათურები უკვე გამოიცვალა ქალაქის მასშტაბით არსებულ სკვერებსა და პარკებშიც.
კვირის ამბები