საზოგადოება
23.09.2022 13:55
გორში, იაკობ ჯუღაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გორში, იაკობ ჯუღაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში,
დაგეგმილია ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ტროტუარების, ეზოებში შესასვლელების
სანიაღვრე სისტემისა და საგზაო მონიშვნების მოწყობა.
„ამ ეტაპზე, იაკობ ჯუღაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ქუჩის სიგრძე 450 მეტრია. სამუშაოებს დასრულების შემდეგ, ქუჩაზე გადაადგილებისას, მძღოლებსა და ქვეითებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
კვირის ამბები