სსიპ - ქალაქ გორის №5 საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებლის სამი ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 36 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
დამსაქმებლის განცხადებით, უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება და ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 300-500 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 29 სექტემბრის ჩათვლით უნდა გააგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად 3 ოქტომბერია მითითებული.