სსიპ-გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა გააჩნდეს სამედიცინო დაწესებულებაში ექთანად დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის შესაბამისი კვალიფიკაცია. მათ შორის: საექთნო საქმის (ექთანი) ბაკალავრი; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომი (პრაქტიკოსი ექთანი) დარგი/სპეციალობა -საექთნო საქმე; ან იყოს დიპლომირებული მედიკოსი და ა.შ, ასევე, გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 590-600 ლარია. მსურველმა განაცხადი 25 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულად,www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
სამუშაოს დაწყების თარიღად 1-ლი ოქტომბერია მითითებული.