საზოგადოება
22.09.2022 15:13
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირებს სტრატეგიული განვითარების სააგენტო თურქული ენის შემსწავლელ უფასო კურსებს სთავაზობს
გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირებს თურქული ენის შემსწავლელ უფასო კურსებს სთავაზობს.

პროექტის ინიციატორების თქმით, თურქული ენის კურსზე დარეგისტრირების მსურველებმა განაცხადი 2022 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა გააკეთონ.

„კურსს წარუძღვებიან სააგენტოს თურქული ენის მცოდნე სპეციალისტები. სასწავლო კურსის განმავლობაში გამოყენებული იქნება ენის სწავლების არაფორმალური მეთოდები: დისკუსიები, დებატები, აუდიო-ვიზუალური მასალები. თურქული ენის შემსწავლელი კურსი დაიწყება მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში და გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში“, - აცხადებენ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოში.

მეტი ინფორმაციისთვის, დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირს ინა ბესტავაშვილს ტელეფონის ნომერზე: 599 39 29 99 და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა
კვირის ამბები