საზოგადოება
22.09.2022 14:52
ბერბუკში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტშში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს როგორც ქალაქის მასშტაბით, ასევე სოფლებში.

„ამ დროისთვის, გზის სამი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება სოფელ ბერბუკში. აქედან, უკვე დასრულებულია გზის ერთი მონაკვეთი. დარჩენილ ორ მონაკვეთზე კი, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება და შესაბამისად, სამუშაოები უახლოოეს დღეებში დასრულდება. ჯამში, ზემოხსენებული პროექტი 1 500 მეტრამდე გზის მოწყობა - რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები