საზოგადოება
22.09.2022 13:19
გორის მერიის ხელშეწყობით, შინმოვლის სერვისებით 200-მდე მოქალაქეა უზრუნველყოფილი
გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ შინმოვლის სერვისებით გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200-მდე მოქალაქეს უზრუნველყოფს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, პროექტის მიზანი, მოვლაზე დამოკიდებული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

„პროექტის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ხანდაზმულები და შშმ პირები არიან. ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა, მათი პერსონალური მოვლა, ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება, ადვოკატირება - ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საქველმოქმედო ფონდის გორის ორგანიზაცია პროექტის მოსარგებლეებისათვის ახორციელებს“, - აცხადებენ გორის მერიაში.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 15 ინიციატივას აფინანსებს.
კვირის ამბები