საზოგადოება
22.09.2022 13:11
22 სექტემბერი - „დღე ავტომობილების გარეშე“, დატოვე მანქანა სახლში!

22 სექტემბერს საერთაშორისო  თარიღი - „დღე ავტომობილის გარეშე“ აღინიშნება.

ამ დღის მთავარი მოწოდებაა, მოქალაქეებმა, ერთი დღით უარი თქვან საკუთარი ავტომობილით გადაადგილებაზე  და ისარგებლონ ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებებით: საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით ან იარონ ფეხით.

„დღე ავტომობილების გარეშე“,  დატოვე მანქანა სახლში! - მსგავსი მოწოდებით, მოქალაქეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც მიმართავს.  

„22 სექტემბერს დატოვე საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი სახლში და ისარგებლე ველოსიპედით,  გადაადგილდი ფეხით, ეცადე გამოიყენო ნებისმიერი ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაადგილების საშუალება. „დღე ავტომობილის გარეშე“ ევროკომისიამ 2000 წელს დაარსა. აღნიშნული დღის მიზანი ავტოტრანსპორტზე უარის თქმით ჰაერის დაბინძურების შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაა, შემოგვიერთდით,“ - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიაში.

კვირის ამბები