გორში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მოეწყობა ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები და საგზაო მონიშვნები.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამზირზე, რომელსაც ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები, უკვე ამოიცვალა სასმელი წლის სისტემები.
პროექტი გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება.