დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, კოვიდის კუთხით ეპიდვითარება სტაბილურია, ქვეყანაში ახალი შტამები არ გამოკვეთილა.
როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების ტენდენცია დაღმავალია.
„შეიმჩნევა შემთხვევების კლება, კორონავირუსის გავრცელების ტენდენცია დაღმავალია, კოვიდის კუთხით ეპიდვითარება სტაბილურია. გრძელდება ტესტირების პროგრამა, ასევე გრძელდება ვაქცინაციის პროგრამა. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევეის სტატისტიკა გამოქვეყნდება თვეში ერთხელ“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.
ცნობისთვის, პანდემიის პერიოდში, კოვიდსტატისტიკა თავდაპირველად ქვეყნდებოდა ყოველდღიურად, შემდგომ - ყოველკვირეულად, ამჟამად კი - თვეში ერთხელ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ