საზოგადოება
20.09.2022 13:41
გორში, „ამერიკის უნივერსიტეტის სკოლაში“ დღეს მთავრდება განაცხადების წარდგენა სხვადასხვა საგნის 6 მასწავლებლის შესარჩევად

გორში, ,,ამერიკის უნივერსიტეტის სკოლაში“ დღეს მთავრდება განაცხადების წარდგენა სხვადასხვა საგნის მასწავლებლის 6 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

,,ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა“ ეძებს უცხოური ენის (ინგლისური) პედაგოგს V, VI, VII კლასებისთვის, ასევე რუსული ენის მასწავლებელს III, IV, V კლასებისთვის. ამვე საგანმანათლებლო დაწესებულებას გამოცხადებული აქვს ვაკანსია მათემატიკაში VI, VII კლასების პედაგოგის, მუსიკაში 1-ლიდან მე-6 კლასების ჩათვლით, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ასევე 1-ლიდან მე-6 კლასების ჩათვლით და პიზიკური აღრდისა და სპორტის მასწავლებლის პოზიციაზე I-XII კლასებში.

აღნიშნულ ვაკანსიებზე გამოხმაურების ბოლო ვადა 20 სექტემბერია.

რაც შეეხება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

განაცხადების გაკეთება შესაძლებელია ელექტრონულად -teacherjobs.ge-ზე.
კვირის ამბები