საინტერესო ამბები
19.09.2022 17:37
ზოდიაქოს რომელ ნიშანს როგორი ჯანმრთელობა აქვს და ვის რა დაავადების რისკი აქვს

ასტროლოგების ინფორმაციით, ზოდიაქოს ყველა ნიშანს ჯანმრთელობის განსხვავებული პრობლემა აწუხებს და სწორედ ჰოროსკოპი განაპირობებს, ვის რა პათოლოგიის რისკი აქვს.

ვერძი

ასტროლოგების ცნობით, ვერძებს ნევროლოგიური დაავადებები აწუხებთ. მსუბუქ ფორმებში შეიძლება იყოს გამოხატული შაკიკი, უძილობა და შფოთვა. ვერძების ცეცხლოვანი და დაუდევარი ხასიათის გამო ხშირია ტრავმები - კიდურების მოტეხილობა, დაჟეჟილობა.

კურო

კუროს სუსტი წერტილი ყელის იოგებთან და ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული დაავადებებია. ასევე, აქვს წონის პრობლემაც. ზედმეტი კილოგრამების გამო, კურო ხშირად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც უჩივის.

ტყუპები

ტყუპებს სასუნთქ გზებთან და ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. ამ ნიშნის წარმომადგენელთა შორის გავრცელებულია ასთმური შეტევები და ქრონიკული ბრონქიტიც.

კირჩხიბი

კირჩხიბთა ყველაზე სუსტი წერტილი ნარკოდამოკიდებულებაა, რაც, თავის მხრივ, მის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც მოქმედებს. ხშირია ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები და ნერვული აშლილობაც.

ლომი

ლომის ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად აწუხებთ ჰიპერტონია და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებები, მაღალია ინფარქტის რისკიც, თუმცა, ლომის მფარველი პლანეტა მზეა და მისი ძლიერი მოქმედება ლომს სიცოცხლისუნარიანობას უძლიერებს.

ქალწული

ქალწული ძალზე ყურადღებიანია და მუდმივად ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, შესაბამისად, იშვიათია, რომ იგი ქრონიკული დაავადებებით დაავადდეს ან რამე გამოეპაროს. ქალწულებში ყველაზე უფრო ხშირია კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

სასწორი

სასწორებს შორის ხშირად გვხვდებიან ჭარბწონიანები. არცთუიშვიათად, სასწორებს თირკმელებიც აწუხებთ, ამასთანავე, ხშირია ნერვული აშლილობები, თუმცა მათ შესწევთ თავის ხელში აყვანის უნარიც.

მორიელი

ძლიერი ხასიათის მიუხედავად, მორიელები ხშირად უჩივიან ნერვულ აშლილობას, თავის ტკივილს, ამასთანავე, მორიელები ინფექციური დაავადებების რისკის ქვეშ მთელი ცხოვრება იმყოფებიან.

მშვილდოსანი

რევმატული დაავადებებისკენ აქვთ მიდრეკილება მშვილდოსნებს - სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი და ხერხემლის სხვა დაავადებები ხშირად ხდება მათი პრობლემა. არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო, ხშირად უჩივიან ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებსაც.

თხის რქა

მუდმივად სჭირდება ვიტამინების მიღება თხის რქას. მისი ორგანიზმი ყოველთვის გამოფიტულია, აქვს მუდმივი სისუსტის შეგრძნება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნიშნისთვის დამახასიათებელია სუსტი კბილები და ძვლოვანი სისტემა, ხშირად უჩივიან თხის რქები თირკმელების პათოლოგიას და პრობლემურ სახის კანსაც.

მერწყული

მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის დამახასიათებელია ვენების ვარიკოზული დაავადებები და მაღალი პროტრომბინი. ასევე, არცთუიშვიათად, ნერვული სისტემის პრობლემებსაც უჩივიან.

თევზები

ყოველთვის და ყველა სიტუაციაში შინაგანად ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან თევზები, რაც მათ ნერვულ სისტემაზე პირდაპირ მოქმედებს. თევზებისთვის დამახასიათებელია მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები და სუსტი ძვლოვანი სისტემა.

კვირის ამბები