10.01.2020 12:06
როგორ შევამოწმოთ საბურავის ასაკი, რომ ტექდათვალიერებისას ჩვენი ავტომობილი არ დახარვეზდეს
2020 წლის 1-ლი აპრილიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერების რეგლამენტში ცვლილება ამოქმედდება, რომლის თანახმადაც, ავტომობილი 10 წელზე მეტი ხნის საბურავებით ტექდათვალიერებას ვერ გაივლის.
GMnews გთავაზობთ გზას, თუ როგორ შეამოწმოთ საბურავის გამოშვების წელი, რათა ტექინსპეტირებაზე ავტომობილი მზადყოფნაში გყავდეთ და არ დახარვეზდეს: საბურავის ასაკს ე.წ. DOT-ნომრით დაადგენთ, რომელიც ყველა საბურავს აწერია. თანამედროვე საბურავების შემთხვევაში, ეს არის ოთხნიშნა კოდი, სადაც პირველი ორი ციფრი მიგვანიშნებს, წლის რომელ კვირაშია ეს საბურავი გამოშვებული, მეორე ორი ციფრი კი გვეუბნება, რომელ წელს გამოუშვეს საბურავი. მაგალითად, 1415 ნიშნავს, რომ საბურავი 2015 წლის მე-14 კვირაშია გამოშვებული.
თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი საბურავის ასაკი 10 წელზე მეტია, რაც უნდა მისაღები იყოს მისი ვიზუალური მდგომარეობა, აუცილებლად შეცვალეთ, თორემ ტექინსპექტირების დროს ავტომობილს დაგიხარვეზებენ.