საზოგადოება
19.09.2022 12:08
ამ დროსითვის, უკვე გადამუშავებულია 2000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაცია რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ შაყულაშვილმა განაცხადა.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, გორში შექმნილი შტაბი რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს, რათა მოხდეს მიღებული მოსავლის ორგანიზებულად ჩაბარება და დაბინავება.

„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან. სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს“, - განაცხადა შაყულაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ამ დროსითვის, ქვეყნის მასშტაბით, უკვე გადამუშავებულია 2000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი, რომლის ძირითადი წილი შიდა ქართლზე მოდის.

ცნობისთვის, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გორში საკოორდინაციო შტაბი 31 აგვისტოს ამოქმედდა.

კვირის ამბები