მინი ფეხბურთში გამართული მუნიციპალური პირველობის გამარჯვებული სოფელ ოთარშენის (ტინისხიდის ადმინისტრაციული ერთეული) გუნდი გახდა.
მეორე და მესამე ადგილები ქვახვრელისა და გორის ცენტრალური დასახლების გუნდებმა გადაინაწილეს.
პირველი ადგილის მფლობელი გუნდი მერიის თასით და 3000 ლარით დაჯილდოვდა, მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა 2000 ლარი მიიღო, მესამე ადგილის პრიზიორს კი 1000 ლარი გადაეცა.
ტურნირი, რომელშიც 20 გუნდი მონაწილებდა, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ფეხბურთის გუნდებს შორის ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.
მინი ფეხბურთში პირველობა ,,ზაფხულის სპორტული თამაშების“ ფარგლებში გაიმართა. თამაშები შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს