საზოგადოება
16.09.2022 15:26
„ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილეობისთვის და გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტილის 14 თანამშრომელი დაჯილდოვდა

მრავალეროვან სწავლებაში ,,ღირსეული პარტნიორი 2022“, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტლის 14 თანამშრომელი მონაწილეობდა.

ჯგუფი დაკომპლექტებული იყო ქირურგებით, ანესთეზიოლოგებით, საოპერაციო და ანესთეზიოლოგიის მედდებით.

ჰოსპიტლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი სწავლებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ჰოსპიტლის თანამშრომლებს მედალი და სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.

,,სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ექიმთა ჯგუფმა, რომელიც დაკომპლექტებული იყო ქირურგებით, ანესთეზიოლოგებით, საოპერაციო და ანესთეზიოლოგიის მედდებით, მონაწილეობა მიიღო მრავალეროვან სწავლებაში ,,ღირსეული პარტნიორი 2022“ (Nobel Partner), რომელსაც საქართველომ წელს მეექვსედ უმასპინძლა და ვაზიანის მე-11 პოლიგონზე გაიმართა.

,,ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილეობისთვის და ფართომასშტაბიანი სწავლებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სამხედრო ჰოსპიტლის ექიმთა ჯგუფის წევრები: კაპიტანი გიორგი კუტივაძე - ქირურგიული სამსახურის ზოგადი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილების ექიმი ქირურგი, დაჯილდოვდა მედლით ,,გენერალი მაზნიაშვილი“ და სპეციალური სერთიფიკატით;

ექიმ ანესთეზიოლოგებს - ნიკო გორგიშელს, თინათინ დალაქიშვილს, ლალი თოთლაძეს, ზვიად ლომიძეს, თეიმურაზ გელაძეს, რამაზ გელაშვილს, ასევე

საოპერაციო მედდას - ნინო ბაშინჯაყელს და ანესთეზიოლოგიის მედდებს - ნინო გიუაშვილს, მარინე გოგიაშვილს, თამარ გაგნიძეს, ანი ნანიშვილს, მაია ტერტერაშვილს და ნათია პაპიძეს, წვრთნებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.  

ცნობისთვის, წელს, საქართველომ, „ღირსეულ პარტნიორს“ მეექვსედ უმასპინძლა. წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობდა. მრავალეროვნულ სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული. წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები იყვნენ: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრი (SWEDINT).

 

კვირის ამბები