სპორტი
16.09.2022 11:48
ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი დღეს ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, გენო პეტრიაშვილი დღეს ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
პეტრიაშვილმა, გუშინ, ინდოელი და ამერიკელი სპორტსმენების დამარცხების შემდეგ, მონღოლ მოჭიდავესთან, მუნხტურთან წააგო და ბრინჯაოს მოპოვების შანსი დარჩა.
თავის მხრივ, მონღოლი მუნხტური ფინალში გენოს ტიტულოვან თურქ მეტოქეს - ტაჰა აკგულს შეხვდება.
დღესვე, ხალიჩაზე კიდევ ერთი გორელი მოჭიდავე, ბექა ბუჯიაშვილი გამოვა.
57 კგ-ში მოასპარეზე ბუჯიაშვილის პირველი მეტოქე, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ესპანეთის ნაკრების ქართველი წევრი ლევან მეტრეველი იქნება.
კვირის ამბები