საზოგადოება
15.09.2022 11:16
ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ გორის საჯარო სკოლების 19 ათასზე მეტ მოსწავლეს დ 2300-ზე მეტ მასწავლებელს - რესურსცენტრის დირექტორი

ყველა სკოლა მზადყოფნაში ხვდება სასწავლო წლის დაწყებას, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ნანა ტერმაკოზაშვილი ავრცელებს.

როგორც ტერმაკოზაშვილი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აღნიშნავს, გორის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 19 ათასზე მეტმა მოსწავლემ და 2300-ზე მეტმა მასწავლებელმა დაიწყო.

,,ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ გორის საჯარო სკოლების 19 ათასზე მეტ მოსწავლეს, 2300-ზე მეტ მასწავლებელს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ტექნიკურ პერსონალს.

განსაკუთრებულად ვულოცავ 1686 პირველკლასელს, რომლებიც წელს პირველად, ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით შეაღებენ სკოლის კარს. მათ მერხებზე კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები დახვდებათ.

სახელმძღვანელოებით იქნება უზრუნველყოფილი საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე. უახლოეს სკოლამდე 2 კილომეტრით შორს მცხოვრებ მოსწავლეებს კი სასკოლო ტრანსპორტი მოემსახურება.

ყველა სკოლა მზადყოფნაში ხვდება სასწავლო წლის დაწყებას, რაც რესურსცენტრისა და სკოლების თანამშრომლების დიდი შრომის ნაყოფია. ყველა მათგანს მადლობას ვუხდი და სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ.

მშვიდი და ნაყოფიერი სასწავლო წელი გვქონდეს“, - აღნიშნავს ნანა ტერმაკოზაშვილი.

კვირის ამბები