ბელგრადში (სერბეთი), ხვალ სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში.
საქართველოს ნაკრების რიგებში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გორელთაგან იასპარეზებენ - მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125 კგ.), ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.) და თემურ ვანიშვილი (61 კგ.).
აღნიშნული სამეულიდან, ბელგრადის არენაზე პირველად გენო პეტრიაშვილი გავა. ის 15 სექტემბერს დაიწყებს ასპარეზობას.
16 სექტემბერს იჭიდავებს ბექა ბუჯიაშვილი,17 სექტემბერს კი - თემურ ვანიშვილი. მოჭიდავეები, ფინალურ ბლოკში, ანუ მედლებისთვის, ასპარეზობის დაწყებიდან მეორე დღეს იბრძოლებენ.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს