საზოგადოება
14.09.2022 12:04
Gori Inn – რას მოიცავს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გორში იხსნება

გორში 120-ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება. სასტუმროს წარმომადგენლის ინფორმაციით, სასტუმროში, 120 ნომრის გარდა, განთავსებული იქნება 3 აპარტამენტი, მოსასვენებელი ოთახი, ბავშვების გასართობი სივრცე და ლაუნჯ ბარი ღია ტერასით. სასტუმრო გააერთიანებს რესტორანს, დახურულ საცურაო აუზს, საუნას და ამასთანავე, სასტუმროში განთავსდება საკონფერენციო და სადეგუსტაციო დარბაზები, ღვინის სარდაფი.

სასტუმრო გორში, გურმიშვილის ქუჩის დასაწყისში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარედ, ყოფილი საჭიდაო დარბაზის (ე.წ. ცირკის) შენობის ადგილზე აშენდა.

ხუთვარსკვლავიან სასტუმროს გორში Inn Group-ი ხსნის.

კვირის ამბები